ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატები წარადგინა
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 30 ივლისს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველი გუნდის მერობის კანდიდატები წარადგინა. უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის მერობისთვის ოცნების სახელით კვალავ მოქმედი მერი კახა კალაძე იბრძოლებს.
კობახიძის თქმით, საარჩევნო შტაბს სათავეში თავად ჩაუდგება, დედაქალაქში საარჩევნო კამპანიას კახა კალაძე, საქართველოს მასშტაბით კი – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
წარდგენილი კანდიდატებიდან მინიმუმ 17 მოქმედი მერია, ორი კი – მერობის მოვალეობის შემსრულებელი. ჯამში დასახელებული 63 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ სამია.
ქვემოთ ქართული ოცნების მერობის კანდიდატების სრული სიაა წარმოდგენილი:
ქვემო ქართლის რეგიონი
- რუსთავი – ნინო ლაცაბიძე – დეპუტატი;
- გარდაბანი – დავით კარგარეთელი;
- მარნეული – კენან ომაროვი;
- ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი;
- დმანისი – კობა მურადაშვილი;
- წალკა – ილია საბანაძე – მოქმედი მერი;
- თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური.
კახეთის რეგიონი
- თელავი – ლევან ანდრიაშვილი;
- ახმეტა – ალექსი ფიცხელაური;
- ყვარელი – გივი ზაუტაშვილი;
- ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი;
- გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი;
- საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი;
- სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი;
- დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი – მოქმედი მერი.
შიდა ქართლის რეგიონი
- გორი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ძიუდოში;
- კასპი – ვახტანგ მაისურაძე – მოქმედი მერი;
- ქარელი – ზაზა გულიაშვილი – მოქმედი მერი;
- ხაშური – თენგიზ ჩიტიაშვილი.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი
- ახალციხე – ირაკლი ლაზარაშვილი;
- ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე – მოქმედი მერი;
- ბორჯომი – ოთარ არბოლიშვილი;
- ადიგენი – გოჩა ქიმაძე;
- ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი;
- ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
- მცხეთა – დიმიტრი ზურაბიშვილი;
- დუშეთი – მანანა ნარიმანიძე;
- თიანეთი – ლევან წიკლაური;
- ყაზბეგი – შალვა ელოშვილი.
იმერეთის რეგიონი
- ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი – მოქმედი მერი
- ბაღდათი – კახა ენუქიძე;
- ჭიათურა – გივი მოდებაძე – მოქმედი მერი;
- წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე;
- საჩხერე – ლევან ივანაშვილი;
- სამტრედია – დავით ბახტაძე;
- თერჯოლა – ლაშა გოგიაშვილი – მოქმედი მერი;
- ტყიბული – დავით ჩერქეზიშვილი;
- ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი – მოქმედი მერი;
- ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი – მოქმედი მერი;
- ხონი – ლადო ჯურხაძე – მოქმედი მერი;
- ზესტაფონი – ვასილ გველესიანი.
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი
- ამბროლაური – ლაშა ჭიჭინაძე;
- ონი – სერგო ხიდაშელი;
- ცაგერი – გიორგი ნემსაძე;
- ლენტეხი – გიორგი ონიანი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი
- ზუგდიდი – მამუკა წოწერია – საკრებულოს თავმჯდომარე;
- წალენჯიხა – გოგა გულორდავა;
- ჩხოროწყუ – დათო გაგუა – მოქმედი მერი;
- ხობი – დავით ბუკია;
- სენაკი – ვახტანგ გადელია;
- მარტვილი – თორნიკე ჯანაშია;
- ფოთი – ბექა ვაჭარაძე;
- აბაშა – გიგა გაბელაია;
- მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი – მოქმედი მერი.
გურიის რეგიონი
- ოზურგეთი – ავთანდილ თალაკვაძე;
- ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი – მოქმედი მერი;
- ჩოხატაური – დავით შარაშენიძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
- ბათუმი – არჩილ ჩიქოვანი – მერის მოვალეობის შემსრულებელი;
- ქობულეთი – ლევან ზოიძე;
- ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე;
- ქედა – როლანდ ბერიძე;
- შუახევი – ომარ ტაკიძე – მერის მოვალეობის შემსრულებელი;
- ხულო – ვახტანგ ბერიძე – მოქმედი მერი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)