საქსტატი: ივლისში წლიური ინფლაცია 11.9% იყო 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ ბოლო 10 წლის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 11.9% შეადგინა, ყოველთვიური ინფლაცია კი 1.3% იყო.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (22.5%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (14.1%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (11.5%) და ჯანმრთელობის დაცვა (11.4%).  

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: (3.2%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1.4%-იანი ზრდა); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (1.2%-იანი ზრდა), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (1.2%-იანი ზრდა).  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)