ღარიბაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს
მთავრობის ადმინისტრაციის 4 აგვისტოს ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მრჩევლად ნიკო თათულაშვილი დანიშნა.
პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერმინისტრის წინა მრჩეველმა, ლელა აქიაშვილმა თანამდებობა მარტის დასაწყისში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომიდან მალევე დატოვა.
ნიკა თათულაშვილს განათლება ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში აქვს მიღებული.
პრემიერის მრჩევლობამდე, იგი 2020 წლის იანვრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე. უფრო ადრე, იგი სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატში. ამას გარდა, იგი ესექსის უნივერსიტეტში სამეცნიერო და კვლევით საქმიანობასაც ეწეოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)