ცესკო-მ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 აგვისტოს ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
ცესკოს ცნობით, მოახლოებული არჩევნებისთვის 50 საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა. ცესკომ 9 ივლისს რიგითი ნომრები უკვე მიანიჭა იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ან პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 0.75% ან მეტი მიიღეს.
წილისყრის შედეგად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტები შემდეგი საარჩევნო ნომრებით ისარგებლებენ:
- N1 – მესამე ძალა [სტრატეგია აღმაშენებელი];
- N2 – ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის;
- N3 – ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა;
- N4 – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
- N5 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- N6 – ევროპელი დემოკრატები;
- N7 – ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები;
- N8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
- N9 – ლელო;
- N10 – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
- N11 – რესპუბლიკელები;
- N12 – კანონი და სამართალი;
- N13 – საქართველო;
- N14 – გოგი წულაია ახალი ქრისტიან-დემოკრატები;
- N15 – მამული;
- N16 – მწვანე დედამიწა;
- N17 – რეფორმერი;
- N18 – ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი;
- N19 – ევროპელი სოციალისტები;
- N20 – გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო;
- N21 – პროგრესი და თავისუფლება;
- N22 – საქართველოს განვითარების პარტია;
- N23 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო;
- N24 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია;
- N25 – გახარია – საქართველოსთვის;
- N26 – თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა;
- N27 – თეთრები;
- N28 – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ);
- N29 – მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის;
- N30 – მშრომელთა სოციალისტური პარტია;
- N31 – ერი;
- N32 – ელენე ხოშტარია – დროა;
- N33 – ეკა ბესელია – სამართლიანობისთვის;
- N34 – მემარცხენე ალიანსი;
- N35 – დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა;
- N36 – გირჩი;
- N37 – თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა);
- N38 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- N39 – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა;
- N40 – სახე +;
- N41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;
- N42 – დემოკრატთა ალიანსი;
- N43 – მესამე გზა;
- N44 – სახალხო პარტია;
- N45 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება;
- N46 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა;
- N47 – თავისუფალი დემოკრატები;
- N48 – ანა დოლიძე – ხალხისთვის;
- N49 – რეფორმატორები;
- N50 – გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)