საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-ივლისში 21.8%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 21.8%-ით გაიზარდა და 7.5 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
საანგარიშო პერიოდში, 27.8%-ით – 2.3 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 19.3%-ით – 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. ამავე პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.9 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 39.2%-ია.
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: ივლისში წლიური ინფლაცია 11.9% იყო
- საქსტატი: ივნისში მშპ 18.7%-ით გაიზარდა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-ივნისში 20.7%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)