პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა თბილისში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 13 აგვისტოს განცხადებით, პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი სლავომირ დრუმოვიჩი თბილისს სტუმრობდა, სადაც ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი შეაფასა.
სამინისტროს ინფორმაციით, სლავომირ დრუმოვიჩს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ვიზიტის თარიღები არ დაუკონკრეტებია.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლონელმა გენერალმა საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ „პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს“.
ასევე წაიკითხეთ:
- მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2021“ დასრულდა
- საქართველოს თაცდაცვის მინისტრი საბერძნეთში ბერძენ კოლეგას შეხვდა
- ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თბილისს ესტუმრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)