ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას სტუმრობს. ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სხვებთან ერთად უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი, მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი და ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი დახვდნენ.
ვიზიტი თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების დათბობის ფონზე იმართება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
- საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინაზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე იმსჯელეს
- თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ელჩი კიევში დაბრუნდა
- დავით ზალკალიანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და კიევში ვიზიტი დაასრულა
- საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი შექმნეს
- უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები საქართველოს სტუმრობენ
22 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი კიევში პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ შმიგალს, ასევე ვერხოვნა რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი პრემიერ-მინისტრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
23 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები დაესწრებიან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე არიან ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
ასევე წაიკითხეთ:
- ლიეტუვის მედია: ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილი არ მიიღეს
- საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)