კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა
დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ, რომელიც ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს, 1 სექტემბერს თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების პროპორციული სია წარადგინა. საკრებულოს წევრობის დასახელებული 25 კანდიდატიდან 16 კაცია, 9 კი – ქალი.
ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოს ქართული ოცნების საკრებულოს პროპორციული სიაა წარმოდგენილი:
- ლევან ჟორჟოლიანი – საკრებულოს მოქმედი დეპუტატი;
- ოთარ გრიგოლია – საკრებულოს მოქმედი დეპუტატი;
- თინათინ ნიბლოშვილი – საკრებულოს მოქმედი დეპუტატი;
- გიორგი ჩაკვეტაძე – საკრებულოს მოქმედი დეპუტატი;
- ნიკო კახეთელიძე – ურბანისტი;
- ნინო ვარდოსანიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანაშემწე;
- აკაკი ალადაშვილი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;
- გიორგი ახვლედიანი – საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე;
- ნინო რუხაძე – საკრებულოს მოქმედი დეპუტატი;
- ლევან აბაშიძე – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს ყოფილი ხელმძღვანელი;
- გურამ ოქროპირიძე – ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე;
- ანა კაკაბაძე – ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის აპარატის თანამშრომელი;
- ვლადიმერ ბოჟაძე;
- ალექსანდრე ხუჯაძე – საკრებულოს მოქმედი დეპუტატი;
- მარიამ ზაქარიაშვილი – ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის აპარატის თანამშრომელი;
- ლევან დავითაშვილი – საკრებულოს მოქმედი დეპუტატი;
- შალვა ოგბაიძე – საკრებულოს მოქმედი დეპუტატი;
- ნათია მოდებაძე – ქართული ოცნების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი;
- ლევან არველაძე – საკრებულოს მოქმედი დეპუტატი;
- არჩილ გორდულაძე – ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის აპარატის უფროსი;
- ანა კილაძე;
- გიორგი ბრეგვაძე – აქტივისტი;
- თათია ჩახვაშვილი – თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციის აპარატის უფროსი;
- ვიტალი ონიანი – ვაკის რაიონის ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- მარიამ გელაშვილი – აქვს ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციაში მუშაობის გამოცდილება.
19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე ცოტა ხნის წინ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის 50-წევრიან საკრებულოში მოქალაქეები 40 დეპუტატს პროპორციული, 10-ს კი – მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)