აშშ: მართლმსაჯულების რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროინტეგრაციისათვის
აშშ-ის საელჩოს 7 სექტემბრის განცხადებით, პარლამენტის მიერ გუშინ იმ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა 19 აპრილის შეთანხმების კვალდაკვალ გენერალური პროკურორის დანიშვნისთვის 3/5-იანი უმრავლესობის წესის შემოღებას, „კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“.
საელჩომ პარლამენტს და კერძოდ, ქართულ ოცნებას შეახსენა, რომ შემოთავაზებულ ცვლილებას რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია იმ ანგარიშში, რომელიც მისგან თავად პარლამენტმა მოითხოვა.
განცხადების თანახმად, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ, რომელმაც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის, ქართულმა ოცნებამ, ვალდებულება აიღო ამ ცვლილების გატარებაზე, რათა გაზრდილიყო ნდობა გენერალური პროკურორისადმი და გამხდარიყო იყო თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენისგან.
საელჩომ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების უარი, მხარი დაეჭირა ამ ცვლილებებისთვის ეწინააღმდეგება პარტიის მიერ 28 ივლისს გაცხადებულ ნებას, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, ამ შეთანხმების დატოვებისდა მიუხედავად.
„ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა [თავიანთი] ნებით დადეს“, – დასძინა საელჩომ.
აშშ-ის საელჩოს თანახმად, „საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელსაც არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის“. „პროკურატურასა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომლებს უფლება უნდა ჰქონდეთ, დაიცვან კანონი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე“, აღნიშნა საელჩომ და დასძინა:
„საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესის რეფორმირებას ახდენდა ამ მიზნის განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა“.
ამასთან, განცხადების თანახმად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელზედაც მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“.
Also Read:
- ევროკავშირი: საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილების გარეშე
- ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)