ყვარელში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია
რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ, დაახლოებით 19 საათისათვის, პოლიციამ ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დააკავა.
ყველა მძევალი – ზუსტი რაოდენობა უცნობია – თავდამსხმელის დაკავებამდე გათავისუფლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდამსხმელის ვინაობა არ ჯერ გაუსაჯაროებია. სამინისტროს წარმომადგენლის, ქეთევან კოვზიაშვილის თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პოლიცია ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალთან დაახლოებით 16 საათისათვის გამოჩნდა. მედიის ცნობებით, თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღითა და ყუმბარით იყო შეიარაღებული. დაუდასტურებელი ცნობებით, მას სულ მცირე ორი მძევალი ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)