იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოს სტუმრობს
იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი ენცო ვეჩიარელი, საქართველოს ეწვია. იგი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 7 სექტემბრის განცხადებით, გენერალმა ვეჩიარელიმ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს, მათ შორის, იტალიის ძალისხმევა, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად.
იტალიის შეიარაღებული ძალების უფროსის გენერალ-მაიორ მათიაშვილთან შეხვედრა ნატო-საქართველოს პარტნიორობას შეეხო, მათ შორის, ფართომასშტაბიან მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.
გენერალი ენცო ვეჩიარელი ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრსაც (JTEC) ეწვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)