საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-აგვისტოში 22.3%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 20 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 22.3%-ით გაიზარდა და 8.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, 26%-ით – 2.6 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 20.7%-ით – 6.1 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3.5 მლრდ აშშ დოლარს უდრიდა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 39.9%-ია.
2021 წლის იანვარ-აგვისტოში 1.286 მლნ აშშ დოლარით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. შემდეგ მოდიან – რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, და აშშ, 1.011 მლნ, 941.3 მლნ, 689.3 მლნ და 479.9 მლნ აშშ დოლარით.
421.8 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდიან – რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა 377 მლნ, 346.9 მლნ, 211.4 მლნ და 192.6 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი 1.075 მლნ, 634.7 მლნ, 519.4 მლნ, 388.1 მლნ და 342.9 მლნ აშშ დოლარით.
2021 წლის იანვარ-აგვისტოში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 517.9 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგია – მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 293.3 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 265.4 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 144.7 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 93 მლნ აშშ დოლარი; მინერალური და მტკნარი წყლები – 92.5 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 63.6 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 56.8 მლნ აშშ დოლარი; თხილი და სხვა კაკალი – 45.4 მლნ აშშ დოლარი; ტრიკოტაჟის ნაწარმი – 45.1 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 992.6 მლნ აშშ დოლარი.
საანგარიშო პერიოდში, მსუბუქი ავტომანქანები 547.5 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგია – ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 492 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 445.8 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 230.2 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 192.5 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 137.7 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 90.6 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 78.7 მლნ აშშ დოლარი; ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები – 72.1 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი და მესლინი – 58.6 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 3.7 მლრდ აშშ დოლარი.
ასევე წაიკითხეთ:
- მეორე კვარტალში რეალური მშპ 29.9%-ით გაიზარდა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-აგვისტოში 22.2%-ით გაიზარდა
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში 2.6%-ით შემცირდა
- საქსტატი: აგვისტოში წლიური ინფლაცია 12.8% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)