კვლევის თანახმად, 2020 წლის არჩევნებმა კოვიდ-19-ის გავრცელებაზე იმოქმედა
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC საქართველო) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში ორიდან სამი თვის განმავლობაში კოვიდ-19-ის შემთხვევების მატებას შეუწყო ხელი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნები 1 240-დან 1 447-მდე გარდაცვალებისა და 100 000-დან 140 000-მდე ინფიცირების ახალ შემთხვევასთან ასოცირდებოდა. გარდა ამისა, მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმას, რომ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანა გახდა, სადაც 2020-2021 წლების ზამთრის პერიოდში ყველაზე ფართოდ გავრცელდა კორონავირუსი.
კვლევაში ქვეყნის 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის იანვრამდე პერიოდში არსებული კოვიდსტატისტიკაა გაანალიზებული და ტენდენციები სამ სინთეზურ მოდელთან არის შედარებული, რომლებიც იმ ქვეყნების მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა, სადაც იმავე პერიოდში არჩევნები არ ჩატარებულა.
მკვლევრებმა რამდენიმე სხვა კრიტერიუმიც გამოიყენეს, მათ შორის, მოსახლეობის მსგავსი რაოდენობა და საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა.
დოკუმენტი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყონ. „მართალია, მსოფლიო დღეს შეიცვალა და სულ უფრო მეტი ქართველი იცრება, საქართველოში უფრო გადამდები დელტა შტამი დომინირებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
21 სექტემბრის მდგომაორეობით, ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) კოვიდ-19-ის 598 396 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 565 773 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 8 621 კი – გარდაიცვალა. ვაქცინაციის პროცესი ქვეყანამ 2021 წლის მარტში დაიწყო და ამ ეტაპზე, სრულად მხოლოდ 719 076 მოქალაქეა აცრილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)