ლელოს თბილისის საკრებულოს პროპორციული სია
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.
ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის ლელოს მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 3 ქალია, 7 კი – მამაკაცი:
- ბადრი ჯაფარიძე -საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
- საბა ბუაძე;
- მედეა მეტრეველი;
- თამაზ დათუნაშვილი;
- ვახტანგ სურგულაძე;
- ლანა გალდავა;
- ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
- დიმიტრი აბაშიძე;
- გულო ზუმბაძე;
- კახაბერ ჟღენტი.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები ლელოსთვის პირველი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელშიც ის მონაწილეობს. პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად ურბანისტი და არქეოლოგი ანა ბიბილაშვილი წარადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)