ევროპული საქართველოს თბილისის საკრებულოს პროპორციული სია
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.
ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის ევროპული საქართველოს მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 3 ქალია, 7 კი – მამაკაცი:
- გიორგი ნონიაშვილი;
- დათო ჟღენტი;
- ნინო ორდენიძე;
- ბესიკ დონაძე;
- ლაშა ჯანჯღავა;
- თეა კოტუა;
- გიორგი ბახტაძე;
- ალექსანდრე გურაბანიძე;
- მალორიტა ედიშერაშვილი;
- თემურ გვაძაბია.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.
ევროპული საქართველო დედაქალაქის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტებზე მხარს ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურებს უჭერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)