მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის პროპორციული სია თბილისის საკრებულოში
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.
ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის მესამე ძალის მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 3 ქალია, 7 კი – მამაკაცი:
- სერგო ჩიხლაძე -საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი;
- დავით ცეკვავა;
- თეონა ჭალიძე;
- ნანა ტოხვაძე;
- პაატა ჩიქოვანი;
- ვახტანგ იაშვილი;
- ოთარ ბაღათურია;
- ავთანდილ ჩართოლანი;
- ანი მძევაშვილი;
- ირაკლი გოგუაძე.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.
ახლადშექმნილი პოლიტიკური პლატფორმიდან თბილისის მერობის კანდიდატი პარტია, თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, თამარ კეკენაძეა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)