ანა დოლიძე-ხალხისთვის პროპორციული სია თბილისის საკრებულოში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.

ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის ანა დოლიძე – ხალხისთვის მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთა შორის 6 ქალია, 4 კი – მამაკაცი:

  • ალექსანდრე რატიშვილი;
  • ნინო წულაძე;
  • ანა მიქაძე-ჩიკვაიძე;
  • თამარ ჭიჭინაძე;
  • ირაკლი თედორაძე;
  • კობა კობახიძე;
  • ნინო ქოქოსაძე;
  • მაია კეკუა;
  • მიშიკო ირემაძე;
  • ნინო კობახიძე;

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

ხალხისთვის პარტიის ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძვის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი და ხმათა 17.95% აიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)