დროას პროპორციული სია თბილისის საკრებულოში
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.
ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის დროას მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 5 ქალია, 5 კი- მამაკაცი:
ელენე ხოშტარია – საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი (შეთანხმებული), ასევე გლდანის მაჟორიტარი;
- ნინო გოგუაძე;
- ბათუ ქუთელია – ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი;
- თამაზ ახობაძე – ასევე კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- ვასილ სიხარულიძე;
- მარინე ჭოღოშვილი;
- გიორგი ლემონჯავა;
- ანასტასია მგალობლიშვილი;
- თამარ ღვინიანიძე;
- გიორგი გაბრიაძე.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.
ევროპული საქართველოდან წამოსვლის შემდეგ, ახალი პოლიტიკური პლატფორმა 2021 წლის მარტში დააფუძნა. დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტებზე ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურებს მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა უჭერენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)