სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტი ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში 26-28 სექტემბრის ვიზიტი გუშინ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა.
„ბოლო რამდენიმე დღემ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ქართველ და ფრანგ ერებს შორის ურთიერთობების ისტორიული სიღრმე გაგვეხსენებინა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 29 სექტემბერს ვიზიტის შეჯამებისას. „ხალხების მიერ აშენებულმა ხიდებმა ჩვენ ყველა კიდევ უფრო გაგვაძლიერა“.
საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ასევე წაიკითხეთ:
- პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სტუმრობს
- სალომე ზურაბიშვილი კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)