კიევი საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პირობას დებს
მას შემდეგ, რაც გუშინ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი, სანდრო თოფურია დაიბარეს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ „საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას“ არ აპირებს.
უკრაინის საგარეო უწყების თქმით, მან ხაზი გაუსვა სააკაშვილის, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, სამართლებრივი უფლებების პატივისცემის საჭიროებას და თბილისში უკრაინის კონსულს სთხოვა, რომ ექს-პრეზიდენტი საკონსულო და სამართლებრივი დახმარების მიზნით მოინახულოს.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქართველმა დიპლომატმა, თავის მხრივ, უკრაინელ კოლეგებს სააკაშვილის დაკავების გარემოებებისა და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგი ამ პოსტზე 2020 წლის მაისში დანიშნა.
მიხეილ სააკაშვილ ქართული სასამართლოს მიერ ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ექსპრეზიდენტმა ქვეყანა 2013 წლის ნოემბერში, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
2018 წელს ყოფილ პრეზიდენტი სასამართლომ ორ სხვადასხვა საქმეზე დამნაშავედ ცნო. კერძოდ, მას შს სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების შეწყალებისთვის, რომლების სანდრო გირგვლიანის გახმაურებულზე საქმეზე იყვნენ მსჯავრდებულები, სამი წელი მიუსაჯეს. ყოფილი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე კი – სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
ასევე წაიკითხეთ:
- სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინამ საქართველოს ელჩი დაიბარა
- პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)