„ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში უმრავლესობით შედის
წინასწარი შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის 50-წევრიან საკრებულოში, სულ მცირე, 28 ადგილს დაიკავებს, მათ შორის, 19-ს პროპორციული სიით, ხოლო 9-ს მაჟორიტარული სისტემით. წინასწარი შედეგებით, თბილისის საკრებულოში ასევე შევა ხუთი სხვა პარტია, რომელთაც 2.5%-იანი ბარიერი გადალახეს:
- ქართული ოცნება – 40.33% (193 001 ხმა)
- ენმ -27.99% – (133 922)
- საქართველოსთვის – 8.86% (42 405)
- ლელო – 3.63% (17 360%)
- გირჩი – მეტი თავისუფლება – 3.3% (15 787)
- ანა დოლიძე – ხალხისთვის 2.57% (12 305)
მმართველმა პარტიამ დედაქალაქის 10-დან 9 მაჟორიტარულ ოლქში მოიგო არჩევნები, მათ შორისაა, მთაწმინდის, კრწანისის, ვაკის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევისა და გლდანის ოლქები.
საბურთალოს ოლქში, სადაც გამარჯვებისათვის საჭირო 40% ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა, მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ქართული ოცნების კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე (38.72%) „გირჩი – მეტი თავისუფლების“ კანდიდატ ბორის ყურუას (14.41%) დაუპირისპირდება.
სავარაუდო ადგილების გადანაწილება თბილისის 50-წევრიან საკრებულოში:
თბილისის საკრებულო | პროპორციული ადგილები | მაჟორიტარული |
ქართული ოცნება | 19 | 9 |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 13 | |
საქართველოსთვის | 4 | |
ლელო | 2 | |
გირჩი – მეტი თავისუფლება | 1 | |
ხალხისთვის | 1 |
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)