პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
5 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა 79 ხმით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე მეორედ, ამჯერად საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყვიტა.
დეპუტატის მანდატზე უარი ნიკა მელიამ 29 ივლისს, ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შემდეგ თქვა. ოფიციალური განაცხადით მან საპროცედურო საკითხთა კომიტეტს 3 აგვისტოს მიმართა.
მმართველმა გუნდმა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ბანკი ქართუს ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე შეუწყვიტა.
ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, პარლამენტმა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეზე გირაოს გაზრდილი თანხის გადაუხდელობის გამო, სადეპუტატო იმუნიტეტი ასევე პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მოუხსნა. ანტისაოკუპაციო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეზე პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი 2019 წლის ივნისშიც შეუჩერა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)