კარლო ჩხეიძე ფინელებს მიმართავს: ის რაც საქართველოში მოხდა, შეიძლება ხვალ თქვენშიაც დატრიალდეს
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 30 სექტემბერი, N9-10
კ. ჩხეიძის ინტერვიუ ფინლიანდიის გაზეთში
ფინლიანდიის სოც. დე. პარტიის ცენტრალურ ორგანო „სოც.-დემოკრატ“-ში მოთავსებულია ვრცელი ინტერვიუი კარლო ჩხეიძესთან, რომელშიც კ. ჩხეიძე დაწვრილებით აცნობს ფინლიანდიის სოციალისტებს საქართველოს ისტორიულ მდგომარეობას წარსულში, და განსაკუთრებით მისი სამი წლის დამოუკიდებლობის ისტორიას, მრავალ რეფორმებს, რომელნიც ჩვენში გატარდა და ბოლოს რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმას.
დაბოლოს, კ. ჩხეიძე ამბობს: „ის რაც საქართველოში მოხდა, შეიძლება თქვენშიაც დატრიალდეს, თუ ევროპის სოციალისტური პარტიები დახმარებაზე უარს იტყვიან, და ამით საბუთს მისცემენ ბოლშევიკებს სხვა განაპირა ქვეყნებსაც ისე დაუსჯელათ დაესხენ თავს, როგორც საქართველოს. უარყოფა სოციალისტური პარტიების მხრივ ჩვენ საქმეში ჩარევისა დამონებული ქართველი ხალხის სასარგებლოთ, ბოლშევიკების თვითნებობას სავსებით კარებს გაუღებდა“.
ინტერვიუს გაკეთების შემდეგ კ. ჩხეიძემ გულითადი სალამი უძღვნა იმ ფინლიანდიელ ამხანაგებს, რომელთანაც ერთათ ხელი-ხელ ჩაკიდებული რამდენიმე წლის განმავლობაში იბრძოდა რუსეთის სახელმწიფო დუმაში დეპუტატათ ყოფნის დროს.