სექტემბერი, 1921. ევროპული პრესა: საქართველოში ტერორი მძვინვარებს
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 30 სექტემბერი, N9-10
საქართველო და ევროპა
საფრანგეთის და შვეიცარიის პრესა საქართველოში მძვინვარე ტერორის შესახებ
საფრანგეთის და შვეიცარიის სოციალისტურ, სინდიკალისტურ და რადიკალურ გაზეთებში მოთავსებულია ცნობა (ბათუმიდან) საქართველოში მძვინვარე ტერორის შესახებ.
ამ ცნობაში მოყვანილია დაჭერილ ქართველ სოციალისტთა გვარები (სილიბისტრო ჯიბლაძე, ისიდორე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ლორთქიფანიძე და სხვა).
მთელი პრესა ერთსულოვნათ გამოსთქვამს თავის აღშფოთებას საქართველოს ოკუპანტების ბარბაროსულ პოლიტიკის გამო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსკოვის იმპერიალისტებმა დიდათ გადააჭარბეს თავიანთ მასწავლებლებს – ნიკოლოზ მეორეს და ვილჰემ ჰოჰენცოლლერნს.