აშშ-ის თავდაცვის მდივანი მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა
პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ მომავალ კვირას საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ეწვევა.
თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი ევროპის ტურნეს ფარგლებში უკრაინას და რუმინეთსაც ეწვევიან. „მისი ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიუსელში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე დასრულდება“, – დასძინა კირბიმ.
საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია. ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში 21-22 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის ვიზიტი „კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად“.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
- თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს პარტნიორობასა და შეიარაღების ადგილობრივ წარმოებაზე საუბრობს
- ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღია უნდა დარჩეს
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)