1921 წელის შემოდგომა – საბჭოთა საქართველოს ციხეები პოლიტიკური პატიმრებით გაივსო

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ოქტომბერი, N11

პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში

საქართველოდან გვატყობინებენ შემდეგ:

მეტეხში სხედან მაისის თვიდან: ვლადიმერ ჯიბლაძე [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი] (მძიმედ ავადაა), ზაქარია გურული [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი] (ავადაა), გოგიტა ფაღავა [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი] (ავადმყოფობის გამო გაანთავისუფლეს), გიორგი ანჯაფარიძე [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი], ვ. მაყაშვილი, უშ. ელიავა, ვასო ნოდია [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი], ჩაბიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი [სოციალ-დემოკრატი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი].

ივლისიდან სხედან: სილიბისტრო ჯიბლაძე [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი] (მძიმე ავადმყოფობის გამო გაანთავისუფლეს), ისიდორე რამიშვილი [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი], გრიგოლ ლორთქიფანიძე [სოციალ-დემოკრატი, დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე], ალექსანდრე დგებუაძე [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი] (ავადაა), გრიგოლ შარაშიძე [სოციალ-დემოკრატი], ალექსანდრე ფარნიევი [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი], ანდრია ჭიაბრიშვილი [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი], ალექსანდრე ლომთათიძე [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების ვიცე-სპიკერი], ბაგრატ ჭუმბურიძე, ვ. სუხიაშვილი, კონ. კანდელაკი, გ. მენთეშაშვილი, შალვა მაღლაკელიძე [გენერალი], კ. გოგუა, დ. დვალი, სიმ. გოცაძე, დ. დალალიშვილი, ნოე ცინცაძე [სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი], მიშა რუხაძე, ილია საყვარელიძე, გ. ჟღენტი, არ. სარჯველაძე, ფ. ნაკაშიძე, ი. ოქროპირიძე, ვ. გოგოლიშვილი, ვ. კოხრეიძე, მ. ღვინერია, დ. ლორთქიფანიძე, გ. კუტალაძე, მელ. ფერაძე, ც. მეფარეშვილი, მიკ. ბალიანცი, კ. დვალი. ალ. ივანიცკი, ნ. კუტალაძე, ერ. კაციტაძე, მ. კერესელიძე, ან. მარგველაშვილი, ვლ. კერესელიძე, ნ. მეცხვარიაშვილი. ვლ. სანაძე, ნ. ტიგინაშვილი, კ. ვაშაკიძე, პ. ფირცხალავა, ის. გზირიშვილი, ე. წოწონერია, ალ. ჭოხონელიძე, დ. ჭინჭველაშვილი, მ. ჯიქაძე, ან. ვეშაგური, ან. ლიკმე-დჟიმსკი, ნ. ქადაგიშვილი, მ. ქურციკიძე და სხვები. ესენი 7-ს გარდა თფილისელი მუშებია.

რკინის გზის ჩეკაში ზის გარდა ამისა დეპოს სახელოსნოს 27 მუშა. „გრუზ. ჩეკაში“ საერთოთ 75 კაცია. საგუბერნიო ციხეში 165 (ლაპარაკია მხოლოდ პოლიტიკურებზე).

სოფლებიდან მეტეხში სხედან: ბუთხუზი, კორძაია, გამყრელიძე, ჯაბაშვილი, დვალიშვილი, ფარესაშვილი, გომართელი, ლომსაძე, კობალაძე, მურადაშვილი, თედიევი, სანაკოევი, მარღიშვილი, ნ. და ზ. ცხოვრებაშვილები, ტოგონიძე, მაისურაძე, მეგრელიშვილი, ნავროზაშვილი, აბულაძე, ბაბლიძე, აზარიაშვილი, ზასოხოვი და სხვები.

ჩვენ სრული ცნობა არ გვაქვს დღეს ხელში, ვინაიდან დაწერა გრძელდება. მეტეხი და საგუბერნიო ციხე სავსეა. გურიაში 72 კაცია დაჭერილი, აქედან 26 საგუბერნიო ციხეშია. ბათუმში დაჭერილია 28 სოციალ-დემოკრატი მუშა. ყველგან ციხეები ავსილია. ტუსაღების ნივთიერი მდგომარეობა ცუდია. ღებულობენ მეოთხედ გირვანქა პურს.