სოხუმის ინციდენტი: „სასამართლომ“ აფხაზი „დეპუტატების“ წინააღმდეგ „პროკურატურის“ შუამდგომლობა დააკმაყოფილა

18 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ დააკმაყოფილა „პროკურატურის“ შუამდგომლობა და ორი დამოუკიდებელი „დეპუტატის“ – გარი კოკაიასა და ალმასხან არძინბას ქმედებებში 30 სექტემბრის სროლის ინციდენტთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნები აღმოაჩინა.

„პროკურატურამ“ განაცხადა, რომ კოკაიას ქმედებები ხულიგნობისა და ხელისუფლების შეურაცხყოფის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. გავრცელებული ინფორმაციით, „დეპუტატმა“ ჰაერში იარაღიდან გაისროლა და შემდეგ „შინაგან საქმეთა მინისტრისთვის“, დმიტრი დბარისთვის იარაღის გადაცემაზე უარი თქვა. მოგვიანებით, ამ ქმედებას ვეტერანებსა და მილიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ინციდენტი 30 სექტემბერს, ოკუპირებული რეგიონის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტში გამარჯვების 28 წლისთავის აღნიშვნის დღეს მოხდა.

„პროკურატურამ“ ასევე დაადგინა, რომ არძინბას ქმედებები, რომელიც ინციდენტიდან მალევე „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ შენობასთან მივიდა და ჰაერში გაისროლა, ხულიგნობის, ასევე იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვისა და ტარების დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)