პარლამენტის თავმჯდომარე ათენს სტუმრობს
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ათენში 21-22 ოქტომბერს საბერძნეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, იგი უკვე შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე პოლონელ, ისრაელელ და მოლდოველ კოლეგებს.
კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას, კუჭავამ განაცხადა, რომ „საქართველო ამაყობს, რომ არის ევროპის საბჭოს პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში [2019-2020], ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის კავშირი ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა“.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კუჭავამ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და გარემოს დაცვა საქართველოს პრიორიტეტად დაასახელა და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტებს შეუძლიათ შექმნან პლატფორმა გამოცდილებისა და პრაქტიკის გაცვლისთვის იმ საკითხებზე, რაზეც ისინი მუშაობენ.
ათენში გამართული შეხვედრები
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოს დენდიასსთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
I welcomed Chairman of the Parliament of #Georgia @kkuchava @GreeceMFA. Fruitful discussion on enhancing bilateral relations & deepening interparliamentary cooperation between 🇬🇷🇬🇪. pic.twitter.com/y8FNR1zDIh
— Nikos Dendias (@NikosDendias) October 22, 2021
20 ოქტომბერს საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინოს ტასულასსთან შეხვედრის შემდეგ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ საბერძნეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს რეფორმების განხორციელების ნაწილში, რათა „2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი წარმატებული იყოს“.
საბერძნეთის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსტანტინოს ტასულასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
21 ოქტომბერს, კახა კუჭავა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარეს ელჟბეტა ვიტეკს შეხვდა, რის შემდეგაც Twitter-ზე დაწერა, რომ მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააძლიერონ საპარლამენტო პარტნიორობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის უფრო ინტენსიური თანამშრომლობის გზით.
პოლონეთის სეიმის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მხრივ, ელჟბეტა ვიტეკმა დაადასტურა მისი ქვეყნის მზადყოფნა, ნებისმიერი დახმარება გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
Glad to meet @elzbietawitek, the President of the Polish Sejm. 🇬🇪-🇵🇱 cooperation is fruitful in various directions. We reiterated our readiness to further boost parliamentary partnership, incl. via more intensive cooperation between friendship groups. https://t.co/UluXnzkoFs
— Kakha Kuchava (@kkuchava) October 21, 2021
ისრაელის ქსენეთის თავმჯდომარესთან, მიკი ლევისთან 21 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობაზე ისაუბრეს.
იმავე დღეს, კახა კუჭავა თავის მოლდოველ კოლეგას, იგორ გროსუს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მან Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოსა და მოლდოვას პარლამენტები მზად არიან გაააქტიურონ ერთობლივი ძალისხმევა ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ათენში 20 ოქტომბერს ჩავიდა და ვიზიტს დღეს დაასრულებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)