ასლან ბჟანია მოსკოვს სტუმრობს
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია მოსკოვს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა რუსეთის ვიცე-პრემიერს, ალექსანდ ნოვაკს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს.
რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანიამ და ნოვაკმა 28 ოქტომბერს ენერგომომარაგების ოპტიმიზაციის საკითხი და, ზოგადად, რეგიონის ენერგოსექტორში არსებული ვითარება განიხილეს. „აფსნიპრესი“ იტყობინება, რომ მხარეებმა რეგიონის გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავებაზე ისაუბრეს.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან 27 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა „საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა“ და „ფსოუს გამშვები პუნქტის“ მუშაობის რეჟიმზე ისაუბრეს.
26 ოქტომბერს, ბჟანიამ და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ დმიტრი კოზაკმა 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხი განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობას.
აფხაზეთის ლიდერი მოსკოვში 25 ოქტომბერს გაემგზავრა. მანამდე, ბჟანია მოსკოვს 8-16 ოქტომბერს სტუმრობდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ასლან ბჟანია რუსეთის თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შეხვდა
- ასლან ბჟანია მოსკოვს სტუმრობს
- ბჟანია მოსკოვის ვიზიტს აუქმებს და „შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს“ ნიშნავს
- ბჟანია აიბღას სასაზღვრო მონაკვეთზე, ენერგეტიკისა და თბილისთან ვაჭრობის შესახებ საუბრობს
- მოსკოვმა და სოხუმმა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამა დაამტკიცეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)