სუს-ის ცნობით ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ „რუსეთის საოკუპაციო“ ძალებმა ოკუპირებული ცხინვალის მიერ კონტროლირებად სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე „უკანონოდ დააკავეს“.
სუს-ის ცნობით, „რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებაზე“ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია აქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს.
უწყების განცხადებით, უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ყველა საშუალებას იყენებს.
ასევე წაიკთხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)