IRI-ის ანგარიში 2 ოქტომბრის არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გუშინ წინასაარჩევნო პერიოდისა და 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურზე დაკვირვების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მისი დამკვირვებლები წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ძალადობის, დაშინების, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ იტყობინებიან, რამაც „კიდევ უფრო წაშალა ზღვარი მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის“.
IRI-ის ცნობით, არჩევნების დღემ დიდწილად მშვიდობიანად ჩაიარა და რამდენიმე პროცედურული ხარვეზი დაფიქსირდა, თუმცა არცერთ მათგანს სისტემატური ხასიათი არ ჰქონია.
ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ სადავო იყო კენჭისყრის შემდეგ ხმების გადათვლის პროცესი, რა დროსაც შემაჯამებელ ოქმებში 33%-იანი დისბალანსი დაფიქსირდა. „მართალია, გადათვლის შედეგად ხმები ხელახლა გადანაწილდა, ამ შეცდომებს პირველი ტურის საერთო შედეგები მნიშვნელოვნად არ შეუცვლია“, – ნათქვამია ანგარიშში.
გაგრძელება იქნება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)