პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს აკრიტიკებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში, ვაკის მე-11 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, მედიის კითხვებს უპასუხა და ჟურნალისტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
პრემიერმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, დეა მამისეიშვილს, დასმული კითხვის საპასუხოთ „ზრდილობისკენ“ მოუწოდა და უთხრა, რომ იგი „ჩვეულებრივი მოძალადე“ და „პროვოკატორია“.
დღესვე, სწორი კითხვების დასმისთვის უფრო მეტი მეცადინეობისკენ მოუწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტს, რომელმაც პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში.
პრემიერის შეფასებების შემდეგ, სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და თქვა, რომ „მმართველი გუნდის მხრიდან აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე“.
30 ოქტომბრის მეორე ტურებში, საქართველოს მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს, 24 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კი – საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ.
ასევე წაიკითხეთ:
- კახა კალაძე ჟურნალისტის „უბინძურეს“ ადამიანად მოხსენიებისთვის კრიტიკის ობიექტი გახდა
- ქვეყნის ლიდერებმა არჩევანი გააკეთეს
- პრემიერი 5 ივლისის მოვლენებზე: „ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)