„იმედისა“ და „მთავარი არხის“ ეგზიტპოლების ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედმა“ და „მთავარმა არხმა“ ეგზიტპოლების ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგები გამოაქვეყნეს.
„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებით 4 თვითმმართველ ქალაქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ, „მთავარი არხის“ ეგზიტპოლეიბთ კი – ნაციონალური მოძრაობის.
„იმედი“/„გორბი“– 18:00 სთ
თბილისი
- კახა კალაძე – 57.2%;
- ნიკა მელია – 42.8%.
ქუთაისი
- იოსებ ხახალეიშვილი – 51.9%;
- ხატია დეკანოიძე – 48.1%.
ბათუმი
- არჩილ ჩიქოვანი – 50.8%;
- გიორგი კირთაძე – 49.2%.
რუსთავი
- ნინო ლაცაბიძე – 53.8%;
- დავით კირკიტაძე – 46.2%.
„იმედის“ ცნობით ცდომილების საშუალო ზღვარ +/-2.5%-ია
„მთავარი არხი“/„ანოვა“ – 18:00 სთ
თბილისი
- ნიკა მელია – 51%;
- კახა კალაძე – 49%;
რუსთავი
- დავით კირკიტაძე – 53%;
- ნინო ლაცაბიძე – 47%.
ქუთაისი
- ხატია დეკანოიძე – 53%;
- იოსებ ხახალეიშვილი – 47%
ზუგდიდი
- ანზორ მელია – 53%;
- მამუკა წოწერია – 47%;
ბათუმი
- გიორგი კირთაძე – 51%;
- არჩილ ჩიქოვანი – 49%.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ანოვამ“ პირისპირ ინტერვიუები 5 ქალაქში ჩაატარა და ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 3%-ია. საგულისხმოა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი თავად ქალაქ ზუგდიდსა და 50 სოფელს აერთიანებს. ტელეკომპანიას არ დაუზუსტებია საველე სამუშაოები მოიცავდა მხოლოდ ქალაქს, თუ სოფლებსაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)