პირველადი შედეგები: „ოცნება“ 18 მუნიციპალიტეტს იგებს, წალენჯიხაში მარცხდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგებით, 18 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, 5 თვითმმართველ ქალაქში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატები ლიდერობენ, წალენჯიხაში კი – ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.
სენაკის მუნიციპალიტეტის მონაცემები ცესკოს საიტზე ჯერ არ ატვირთულა.
ქვემოთ ცესკოს პირველადი შედეგებია მოცემული:
თვითმმართველი ქალაქები
თბილისი (დათვლილია უბნების 22.24%)
- კახა კალაძე – ქართული ოცნება – 55.78%;
- ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 44.22%.
ქუთაისი (უბნების 21.77% დათვლილი)
- იოსები ხახალეიშვილი – ქართული ოცნება – 52.89%
- ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 47.13%;
ბათუმი (უბნების 16.19% – დათვლილია)
- არჩილ ჩიქოვანი – ქართული ოცნება – 54.03%;
- გიორგი კირთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 45.97%.
რუსთავი (უბნების 28.4% დათვლილია)
- ნინო ლაცაბიძე – ქართული ოცნება – 54.65%;
- დავით კირკიტაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 45.35%.
ფოთი (უბნების 36.36% დათვლილია)
- ბექა ვაჭარაძე – ქართული ოცნება – 58.95;
- გიგი უგულავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 41.05%.
მუნიციპალიტეტები
თელავი (უბნების 20% დათვლილია)
- ლევან ანრიაშვილი – ქართული ოცნება 59.796%;
- გიორგი ბოტკოველი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 40.204%.
თიანეთი (უბნების 76.19% დათვლილია)
- ლევან წიკლაური – ქართული ოცნება – 59.968%;
- თამაზ მეჭიაური – თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის – 43.032%.
ქარელი (უბნების 55% დათვლილია)
- ზაზა გულიაშვილი – ქართული ოცნება – 59.673%;
- ნიკოლოზ ახალკაცი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 40.327%.
ხაშური (უბნების 71.698% დათვლილია)
- თენგიზ ჩიტიაშვილი – ქართული ოცნება – 58.996%;
- იოსებ ბუაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 41.004%.
ცაგერი (უბნების 66.667% დათვლილია)
- გიორგი ნემსაძე – ქართული ოცნება – 64.592%;
- ბესარიონ ბენდელიანი – საქართველოსთვის – 35.408%.
ბაღდათი (უბნების 96.774% დათვლილია)
- კახა ენუქიძე – ქართული ოცნება – 60.616%;
- გიორგი რობაქიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39.384%.
წყალტუბო (უბნების 30.435% დათვლილია)
- გენადი ბალანჩივაძე – ქართული ოცნება – 56.037%;
- ზაზა მეტრეველი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 43.963%.
ოზურგეთი (უბნების 27% დათვლილია)
- ავთანდილ თალაკვაძე – ქართული ოცნება – 56.925%;
- კონსტანტინე შარაშენიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი – 43.075%.
მარტვილი (უბნების 62.5% დათვლილია)
- თორნიკე ჯანაშია – ქართული ოცნება – 52.921%;
- თეიმურაზ ჯანაშია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 47.079%;
ხობი (უბნების 54.545% დათვლილია)
- დავით ბუკია – ქართული ოცნება – 58.935%;
- ბესიკი შენგელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 41.066%.
ზუგდიდი (უბნების 22.018% დათვლილია)
- მამუკა წოწერია – ქართული ოცნება – 52.443%;
- ანზორ მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 47.557%.
წალენჯიხა (უბნების 27.586% დათვლილია)
- გიორგი ხარჩილავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 57.506;
- გოგა გულორდავა – ქართული ოცნება – 42.494%.
ჩხოროწყუ (უბნების 28.571% დათვლილია)
- დათო გოგუა – ქართული ოცნება – 56.828%;
- ბადრი ქარჩავა – 43.172%.
ხელვაჩაური (უბნების 51.064% დათვლილია)
- ზაზა დიასამიძე – ქართული ოცნება – 57.285%;
- მიშა ბოლქვაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.715%.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)