უბნების 100% დათვლილია: „ოცნება“ 19 მუნიციპალიტეტს იგებს, წალენჯიხაში მარცხდება
საარჩევნო უბნების 100% დათვლილია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნება მერების არჩევნებს 19 მუნიციპალიტეტში იგებს, მათ შორის, 5 თვითმმართველ ქალაქში, წალენჯიხაში კი – მარცხდება.
წინასწარი შედეგებით, წალენჯიხაში მერის არჩევნები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მოიგო.
31 ოქტომბერს ცესკოში განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლებმა 121 საჩივარი დაწერეს, პოლიტიკურმა პარტიებმა კი – 151. საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრების განხივლისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის 4 დღე აქვთ. რაც შეეხება სასამართლოებს, ისინი სარჩელებს 2 დღის ვადაში განიხილავენ.
ქვემოთ, მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნების მეორე ტურების წინასწარი შედეგებია მოცემული:
თვითმმართველი ქალაქები
თბილისი
- კახა კალაძე – ქართული ოცნება – 55.603% (258 740 ხმა);
- ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 44.397% (206 598).
ქუთაისი
- იოსები ხახალეიშვილი – ქართული ოცნება – 51.643% (34 925 ხმა)
- ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 48.357% (32 703 ხმა);
ბათუმი
- არჩილ ჩიქოვანი – ქართული ოცნება – 51.018% (38 236 ხმა);
- გიორგი კირთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 48.982% (36 710 ხმა).
რუსთავი
- ნინო ლაცაბიძე – ქართული ოცნება – 53.717% (27 301 ხმა);
- დავით კირკიტაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 46.283% (23 523 ხმა).
ფოთი
- ბექა ვაჭარაძე – ქართული ოცნება – 57.35% (11 345 ხმა);
- გიგი უგულავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.65% (8 437 ხმა).
მუნიციპალიტეტები
თელავი
- ლევან ანრიაშვილი – ქართული ოცნება 56.899% (16 721 ხმა);
- გიორგი ბოტკოველი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 43.101% (12 666 ხმა).
თიანეთი
- ლევან წიკლაური – ქართული ოცნება – 54.826% (3255 ხმა);
- თამაზ მეჭიაური – თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის – 45.174% (2 682 ხმა).
ქარელი
- ზაზა გულიაშვილი – ქართული ოცნება – 56.732% (9 616 ხმა);
- ნიკოლოზ ახალკაცი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 43.268% (7 334 ხმა).
ხაშური
- თენგიზ ჩიტიაშვილი – ქართული ოცნება – 58.996%;
- იოსებ ბუაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 41.004%.
ცაგერი
- გიორგი ნემსაძე – ქართული ოცნება – 62.873% (4 022 ხმა);
- ბესარიონ ბენდელიანი – საქართველოსთვის – 37.127% (2375 ხმა).
ბაღდათი
- კახა ენუქიძე – ქართული ოცნება – 60.693% (6 550 ხმა);
- გიორგი რობაქიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39.307% (4242 ხმა).
წყალტუბო
- გენადი ბალანჩივაძე – ქართული ოცნება – 57.167% (13 337 ხმა);
- ზაზა მეტრეველი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.833% (9 993 ხმა).
ოზურგეთი
- ავთანდილ თალაკვაძე – ქართული ოცნება – 55.409% (19 033 ხმა);
- კონსტანტინე შარაშენიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი – 44.591% (15 317 ხმა).
სენაკი
- ვახტანგ გადელია – ქართული ოცნება – 53.078% (11 225 ხმა);
- კობა ნაყოფია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 46.922% (9 923 ხმა).
მარტვილი
- თორნიკე ჯანაშია – ქართული ოცნება – 51.845% (9 233 ხმა);
- თეიმურაზ ჯანაშია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 48.155% (8 576 ხმა);
ხობი
- დავით ბუკია – ქართული ოცნება – 56.78% (8 002 ხმა);
- ბესიკი შენგელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 43.22% (6 091 ხმა).
ზუგდიდი
- მამუკა წოწერია – ქართული ოცნება – 51.631% (27 607 ხმა);
- ანზორ მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 48.369% (25 863 ხმა).
წალენჯიხა
- გიორგი ხარჩილავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 51.107% (7 250 ხმა);
- გოგა გულორდავა – ქართული ოცნება – 48.893% (6 936 ხმა).
ჩხოროწყუ
- დათო გოგუა – ქართული ოცნება – 50.881% (6 297 ხმა);
- ბადრი ქარჩავა – 49.119% (6 079 ხმა).
ხელვაჩაური (უბნების 51.064% დათვლილია)
- ზაზა დიასამიძე – ქართული ოცნება – 55.007% (13 382 ხმა);
- მიშა ბოლქვაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 44.993% (10 946 ხმა).
ასევე წაიკითხეთ:
- პირველადი შედეგები: „ოცნება“ 18 მუნიციპალიტეტს იგებს, წალენჯიხაში მარცხდება
- საარჩევნო უბნები დაიხურა, ხმების დათვლა დაიწყო
- „იმედისა“ და „მთავარი არხის“ ეგზიტპოლების ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)