ნიკა მელია „გაუქმებულ არჩევნებსა“ და „უკომპრომისო ბრძოლაზე“ საუბრობს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები „გაუქმებულია“, რადგანაც ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში“ მოპოვებული გამარჯვებები „წაიღო საკუთარ რეზიდენციებში, მოიპარა“.
მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების პირველადი შედეგები გამოაცხადა, რომელთა თანახმადაც ქართული ოცნების კანდიდატებმა 20-დან 19 მუნიციპალიტეტში გაიმარჯვეს, მელიამ „უკომპრომისო ბრძოლის“ პირობა დადო.
აღნიშნა რა, რომ ოპოზიციური ჯგუფები მოგვიანებით კონკრეტულ გეგმას წარადგენენ, მელიამ მხარდამჭერებს მოუწოდა „ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის“ მოემზადონ.
„ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ვიწრო პარტიული ინტერესები აქ აღარ არსებობს… იმუშავა კოალიციურმა ერთობამ… ჩვენი ამოცანაა ჩვენი კოალიცია კიდევ უფრო ფართო გახდეს“, – განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ „ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს, ვინც არის შეწუხებული, რომ ქვეყანაში არჩევნები ივანიშვილის პირობებში აღარასოდეს არ ჩატარდება“.
წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების მერობის კანდიდატები 19 მუნიციპალიტეტში იმარჯვებენ, მათ შორის, ხუთ თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ფოთში. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი კი – მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იგებს.
ასევე წაიკითხეთ:
- პირველადი შედეგები: „ოცნება“ 18 მუნიციპალიტეტს იგებს, წალენჯიხაში მარცხდება
- ნაციონალური მოძრაობა ქუთაისში, ბათუმსა დ ფოთში კოალიციური მთავრობის შექმნის პირობას დებს
- ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)