ოპოზიცია მხარდამჭერებს აქციაზე უხმობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ „მოპარული არჩევნების“ წინააღმდეგ „კონკრეტული გეგმის“ გასაცნობად, მხარდამჭერებს დღეს, 19:00-სთ-ზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ლელოს პარტიულ ოფისში დღეს გამართულ ხანმოკლე ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ტოტალური ძალადობის“ ფონზე, გუშინ ჩატარებული არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“.

„არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შუარაცხყოფამიყენებული გზით მოპარული აჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფალს შერჩება“, – ხაზი გაუსვა მანვე.

„გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა ოპოზიცია „ძალიან მტკიცე“ და „ძალიან მშვიდობიან“ ბრძოლას აპირებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების მერობის კანდიდატები 20-დან 19 მუნიციპალიტეტს, მათ შორის, თვითმმართველ ქალაქებს იგებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი კი – მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს იგებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გმაჭვრივალობა-საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დღეს განაცხდეს, რომ არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს, შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა მის შედეგებზე.

პარალელურად კი – ქართულ ოცნებაში „დამსახურებული“ გამარჯვება აღნიშნეს. ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის შეფასებით, გუშინდელი არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილის დაკავება კანონის ფარგლებში მოხდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)