სახალხო დამცველი: სააკაშვილის „პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ უფლება დაირღვა
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით ყოფილი პრეზიდენტის „პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ უფლება დაარღვიეს.
ლომჯარიამ განაცხადა, რომ კადრების ანალიზით დადასტურდა სააკაშვილის „მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ“ გადაყვანა გლდანის მე-18 პენიტენციურ კლინიკაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერი „სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს“ და რამდენიმე ეპიზოდში ყოფილი პრეზიდენტი „ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია“ აღბეჭდილი.
გააკრიტიკა რა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ დასახელებული ჩანაწერის გამოქვეყნების მიზანი, სახალხო დამცველმა თქვა, რომ კადრები „სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით“ გავრცელდა. მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ჩანაწერების გავრცელება საზოგადოების ინფორმირებასა და სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ბრალდების გაქარწყლებას ემსახურებოდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრეზიდენტს უხეშად მოეპყრნენ და საავადმყოფოს კორპუსამდე 30 მეტრის მანძილზე ათრიეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, კადრების გასაჯაროების მიუხედავად, ხელისუფლებას სრული ვიდეოჩანაწერი მოთხოვნისამებრ არ მიუწოდებია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, რომელიც სააკაშვილის სავარაუდო არასათანადო მოპყრობას იძიებს.
ლომჯარიამ მოითხოვა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა „პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა“.
- პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კიდევ ერთ ჩანაწერს ავრცელებს
- პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრებს აქვეყნებს
- სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში მოთავსება ლახავს მის ღირსებას
- სახალხო დამცველი პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კადრების გამოქვეყნების გამო აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)