ევროკავშირის ელჩი: სააკაშვილის კადრების გავრცელება „ძლიერ პრობლემატურია და დასანანი“

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის კადრების გასაჯაროება „ძლიერ პრობლემატური და დასანანია“.

კახეთში, სოფელ იყალთოში ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ ვიდეოკადრების გამოქვეყნება „ხელს არ უწყობს“ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესებას.

კარლ ჰარცელის თქმით, უჭირს დაინახოს ამ ვიდეოების გასაჯაროების მიზანი როგორ შეიძლება უწყობდეს ხელს მთავარი პრობლემის — მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის — მოგვარებას და ამასთან,  სააკაშვილის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვას, იქნება ეს პირადი ცხოვრების უფლება თუ უფლება ღირსეულად მოპყრობაზე.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)