საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობა 23%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა და 11.35 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, 24.9%-ით გაიზარდა ექსპორტი და 3.39 მლრდ აშშ დოლარი გახდა. 22.3%-ით – 7.96 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა იმპორტიც. 4.57 მლრდ აშშ დოლარი იყო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-სექტემბერში 22.3%-ით გაიზარდა
- საქსტატი: სექტემბერში მშპ 6.9%-ით გაიზარდა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-აგვისტოში 22.3%-ით გაიზარდა
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში 2.6%-ით შემცირდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)