საქართველოს აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაური სტუმრობს
საქართველოს ეწვია აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაური, გენერალ-მაიორი დავიდ თაბორი. ეს გენერალ-მაიორის პირველი სტუმრობაა საქართველოში, იუწყება აშშ-ის საელჩო თბილისში.
საელჩოს ცნობით, გენერალ-მაიორი თაბორი თბილისში უმაღლეს სამხედრო პირებს შეხვდება და „წინააღმდეგობის გაწევის ოპერაციული კონცეფციის“ წვრთნის მიმდინარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს განიხილავს.
„ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები, როგორც ურყევი პარტნიორები, ერთად გადიან სწავლებას, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ [საომარი მოქმედებების] თეატრის შიდა ოპერაციების, არამედ მთელი საზოგადოების წინააღმდეგობის გაუმჯობესებისკენ, რაც სპეციალური ოპერაციების სასიცოცხლო კომპონენტია“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ცნობაში.
ამავე ცნობის თანახმად, გენერალ-მაიორი თაბორი თავის ქართველ კოლეგებთან განიხილავს საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სხვადასხვა როლსაც, რომელსაც საქართველო აშშ-სა და ნატო-ს ძალებთან პარტნიორობით ასრულებს, „რათა შეეწინააღმდეგოს მავნე ზეგავლენას, შექმნას ერთიანობა, სწრაფად მოახდინოს რეაგირება წარმოქმნილ საფრთხეებზე და, საჭიროების შემთხვევაში, დაამარცხოს საგარეო აგრესია“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)