სახალხო დამცველი და ექიმები სააკაშვილის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ საუბრობენ
სახალხო დამცველის აპარატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოშიმშილე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და ხელისუფლება შესაძლო შემდგომი გართულებების შესახებ გააფრთხილა, რის საფუძვლადაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექპერტთა ჯგუფის ახალი შეფასება დაასახელა.
ექიმებმა სააკაშვილი მას შემდეგ მოინახულეს, რაც მან 18 ნოემბერს დროებით გონება დაკარგა. ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული გულყრა, რისი პროგნოზიც ჯგუფმა 17 ნოემბრის დასკვნაში გააკეთა.
სახალხო დამცველის აპარატმა „რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობაზე“ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.
ჯგუფის შეფასებაზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს და რომ არსებობს ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც „შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ კი – თავის ტვინში მიმდინარე კეროვანი პროცესების სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა თავის მრტ/მრა კვლევა.
სახალხო დამცველმა კიდევ ერთხლ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ.
ასევე წაიკითხეთ:
- ომბუდსმენმა და ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს
- ქართული ოცნების დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას განიხილავენ
- აშშ სააკაშვილისთვის სათანადო მოპყრობას და სასამართლოზე დასწრებას ითხოვს
- სააკაშვილმა დროებით გონება დაკარგა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)