ელენე ხოშტარია შიმშლობას წყვეტს
პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ 17-დღიან შიმშილობას წყვეტს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ასევე მოშიმშლე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
ელენე ხოშტარიამ Twitter-ზე დაწერა, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით, მისი „ერთადერთი“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ელენე ხოშტარიამ ხაზი გაუსვა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის „უსაფრთხო გადაყვანა“, არის „ამ ვითარებაში არის გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანრთელობის თვალსაზრისით“.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდება, რამდენადაც ყოფილი პრეზიდენტის „სიცოცხლე საფრთხეშია, ქვეყანაში მშვიდობაც საფრთხეშია“.
ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობა უკვე დატოვა. იგი რეაბილიტაციისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.
ასევე წაიკითხეთ:
- იუსიტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს
- ელენე ხოშტარია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)