ევროკავშირის საელჩო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენებს არ დაესწრება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატის საპარლამენტო მოსმენების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 25 ნოემბერს განაცხადა – „ჩვენ მიგვიწვიეს დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენებზე პარლამენტში, თუმცა უარი ვთქვით“.
მისი თქმით, შერჩევის პროცესი არ შეესაბამება ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, ასევე ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მისაღებად დაწესებულ პირობებს. ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ არის გარკვეული ხარვეზები საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც „სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“.
„კვლავ მიგვაჩნია, რომ პაუზა ამ პროცესში სწორედ ისაა, რაც უნდა გაკეთდეს, რათა შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე პროცედურები გადაიხედოს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და დასძინა, რომ ახლა სწორედ ქართველ დეპუტატებზეა დამოკიდებული, რომ „განსაჯონ სიტუაცია და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან“.
- ევროკავშირი: საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა
- ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს
25-26 ნოემბერს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს – გენადი მაკარიძეს, ნინო სანდოძეს, თამარ ოქროპირიძესა და თეა ძიმისტარაშვილს უნდა მოუსმენს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, სანამ „არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა და სავალდებულო არ იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება“.
მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებისა, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, 2021 წილს ივლისში, ქართული ოცნების დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე უვადოდ მაინც გაამწესეს.
ასევე წაიკითხეთ:
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები წარუდგინა
- ევროკავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას აკრიტიკებს
- ევროკავშირის თქმით, მოსამართლეთა დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)