საქსტატი: ოქტომბერში საქართველოს მშპ 6.9%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მშპ 6.9%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა. კლების ტენდენცია კი – დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.
ამავე ინფორმაციით, 2021 წლის პირველ 10 თვეში მშპ საშუალოდ 10.5%-ით გაიზარდა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: სექტემბერში მშპ 6.9%-ით გაიზარდა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-ოქტომბერში 23%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)