კახა კალაძემ თბილისის ახალი მთავრობა ძველი შემადგენლობით წარადგინა
დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერად ხელახლა არჩეულმა კახა კალაძემ მერის მოადგილეები და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა.
კანდიდატებს პოსტებზე დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს მხარდაჭერა დასჭირდებათ. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თბილისის საკრებულოში 29 მანდატის მოპოვების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოაგროვა. ოპოზიციას თბილისის საკრებულოში ჯამში 21 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს პირველის სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება.
კახა კალაძემ თბილისის ახალი მთავრობა კვლავ ძველი სახეებით დააკომპლექტა და ისინი „საკუთარი საქმის გამორჩეული მცოდნე და საქმის ერთგული“ ადამიანები არიან.
ქვემოთ თბილისის მთავრობისა შემადგენლობა და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელთა სიაა წარმოდგენილი:
- ვიცე-მერი – ირაკლი ხმალაძე;
- მერის მოადგილეები – ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია;
- თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი – ვალერი ჭიღლაძე.
მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები:
- ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური – გიორგი აბუთიძე;
- ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური – ვახტანგ ლომჯარია;
- გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილი;
- კულტურულის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური – ირაკლი გვილავა;
- იურიდიული საქალაქო სამსახური – სერგო ბირკაძე;
- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური – გელა ჩივიაშვილი;
- მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური – გიორგი პაპავა;
- საფინანსო საქალაქო სამსახური – გაიოზ თალაკვაძე;
- უსაფრთხოების საქალაქო სამსახური – ნიკოლოზ ჭონქაძე;
- მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახური – კახაბერ გულედანი.
კახა კალაძემ დღესვე თბილისის განვითარების ფონდის, ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელებიც დაასახელა. ამ პოსტებს ლევან ჯღარკავა, ირაკლი თავართქილაძე და თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაიკავებენ.
ასევე წაიკითხეთ:
- უბნების 100% დათვლილია: „ოცნება“ 19 მუნიციპალიტეტს იგებს, წალენჯიხაში მარცხდება
- გახარიას პარტია ენმ-ს და ქართულ ოცნებას საკრებულოებში თანამშრომლობას სთავაზობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)