ევროპის საბჭო იმედოვნებს, რომ რუსეთი დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაციას წლის ბოლომდე გადაუხდის
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება დეპორტირებულ ქართველებს 10 მლნ ევროს კომპენსაციას წლის ბოლომდე გადაუხდის, რომელიც მას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის იანვარში დააკისრა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებები შეთანხმდნენ, ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპენსაციებისა და დარიცხული პროცენტების გადახდისა და ამ საქმეში შუამავლად ევროპის საბჭოს გამოყენების თაობაზე.
მინისტრთა საბჭო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მოაწერა მემორანდუმს ხელი, რუსეთის ხელისუფლებამ კი არა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომიტეტი იმედოვნებს, რომ რუსეთი სწრაფად მოაწერს შეთანხმებას ხელს და თანხას უმოკლეს დროში გადაიხდის.
მინისტრთა მოადგილეებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხის განხილვა2022 წლის მარტში, 1 428-ე შეხვედრაზე განაახლონ.
რუსეთი თითქმის ორი წელია აფერხებს არამატერიალური ზიანისთვის კომპენსაციების გადახდას, ვინაიდან გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპის საბჭო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაცია გადაუხადოს
- რუსეთს სურს დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაცია ევროპის საბჭოს მეშვეობით გადაუხადოს
- ევროპის საბჭო „დაჟინებით მოუწოდებს“ რუსეთს, დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაცია გადაუხადოს
- სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2006 წელს ქართველების დეპორტაციის გამო 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა
- ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენი საქართველო vs რუსეთის დეპორტაციის საქმეზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)