ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოში განაგრძობს.
ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის მიზეზი არ დაასახელა.
მან ხაზი გაუსვა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციების შემდეგ, „სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ქართულ ოცნებაში, პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები“.
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 2019 წლის ივნისში დაინიშნა. მან თანამდებობაზე დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ქართული ოცნების მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრად 6 წელი უცვლელად მსახურობდა.
ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ არ დაუსახელებია.
ასევე წაიკითხეთ:
- ტიკარაძე ორი კოვიდ პასპორტის ქონის იდეას ქართული გენის „განსაკუთრებულობით“ ამართლებს
- ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ვაქცინაციის ტემპის შენელების გამო წუხან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)