სუს-ის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაგარას მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის ცნობით, მომხდარზე ინფორმირებულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ცენტრალური ხელისუფლება დაკავებულების „უმოკლეს ვადაში“ გათავისუფლებისთვის მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სუსი სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებ და ამბობს, რომ „მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის უკანონო ქმედება აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურობას“.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- სუს-ის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)