ევრონესტის თანაპრეზიდენტების სურვილია, ბელარუსი აღმოსავლეთ პარტიორობის სამიტზე ოპოზიციამ წარმოადგინოს
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტებმა, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა და ქართული ოცნების დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა მოუწოდეს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობისთვის ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერები მიიწვიონ.
10 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ორმა თანაპრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული ბელარუსის მომავალი ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ოჯახშია“.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ევროკავშირის, ასევე მისი აღმოსავლელი პარტნიორების – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, აზერბაიჯანისა და სომხეთის საპარლამენტო დელეგაციებს აერთიანებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში ბელარუსიც შედის, თუმცა მინსკმა ივნისში, ბრიუსელთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, ამ ფორმატში მონაწილეობა შეაჩერა.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებული აფხაზეთის „ოფიციალური პირები“ მინსკს სტუმრობენ
- ბიბილოვი იმედოვნებს, რომ ბელარუსი ცხინვალს აღიარებს
- ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან საქართველოს შეთანხმება ძალაში შევიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)